05 _March_, 2019
სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია Unix Development-მა BDO Solutions-ის მიერ სპეციალურად სამშენებლო ინდუსტრიისთვის განვითარებული ERPსისტემის SAP Business One-ის დანერგვა დაიწყო. BDO Solutions-ის მიერ შექმნილი სამშენებლო მოდული „იუნიქსს“ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ყველა პროცესის ავტომატიზაციისა და კონტროლის საშუალებას მისცემს.
შედეგად, SAP Business One-ის დანერგვის შემდეგ, Unix Development-ი, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის ბიზნესის მომგებიანობასაც:
· გააციფრულებს და მარტივად შეადგენს მრავალდონიან ხარჯთაღრიცხვებს
· დაგეგმვასა და ანალიზს აწარმოებს პროექტების ჭრილში
· გააკონტროლებს სამუშაოების შესრულების ეტაპებს
· რეალურ დროში მართავს საწყობებს და შეამცირებს დანაკარგებს
· გამორიცხავს არასანქცირებულ შესყიდვებს
· შეძლებს ფულადი სახსრების ოპტიმიზაციას Cash Flow-ს ბიუჯეტირებისა და გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით.
· განსაზღვრავს ბინის გეგმიურ თვითღირებულებას და გაანალიზებს წინასწარ მომგებიანობას
· მართავს გაყიდვებს კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში
· დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემით გააკონტროლებს სავაჭრო მოთხოვნებს
სისტემა სრულად ლოკალიზებულია და მორგებულია ქართულ კანონმდებლობას. საოპერაციო ნაწილთან ერთად, სრულყოფილად ავტომატიზებულია ფინანსური აღრიცხვაც.
„იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა Unix Development-ის ბინებზე მუდმივად იზრდება, საგრძნობლად გაიზარდა შესასრულებელი ოპერაციების რაოდენობაც. Sap-ის დანერგვით უფრო მარტივად შევძლებთ მზარდი რაოდენობის პროექტების ერთდროულად მართვას. სისტემა საშუალებას მოგვცემს სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა და სხვა ყველა მნიშვნელოვანი პროცესი ცალკეული პროექტების ჭრილში ვაწარმოოთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, SAP-ი დაგვეხმარება შესყიდვებისა და საწყობის მოწესრიგებაში, რაც უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილებას“, - აცხადებს „იუნიქსის“ ფინანსური დირექტორი ნოდარ სანდუხაძე.
„იუნიქს დეველოპმენტის“ მსგავსად, SAP Business One-ს პროცესების ავტომატიზაციისთვის უკვე მსოფლიოს არაერთი წარმატებული კომპანია იყენებს. სისტემა კომპანიის საქმიანობას სტეიკჰოლდერების თვალში უფრო გამჭირვალეს და სანდოს ხდის, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დააჩქარებს Unix development-ის განვითარებას.