გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • იუნიქს ავჭალა
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

უპირატესობები

უპირატესობები

უკან

საკუთარი სამშენებლო ნაწილი

"იუნიქს დეველოპმენტს" საკუთარი სამშენებლო ნაწილი აქვს, რაც ჩვენი პროექტების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

სამშენებლო ნაწილის არსებობა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი: პროექტების განხორციელებისას ვიყენებთ საუკეთესო მასალას და გვყავს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.

საკუთარი სამშენებლო ნაწილის არსებობიდან გამომდინარე "იუნიქსი" სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი პროექტების, საცხოვრებელი კომპლექსებისა თუ სხვა ტიპის შენობების, მშენებლობის ხარისხსა და სამომავლო გარანტზე.

სრულად დაფინანსებული პროექტი

"იუნიქსის" თითოეული პროექტი დასაწყისშივე სრულად დაფინანსებულია. ეს კომპანიისა და მისი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან პროექტების დასრულება გარემო ფაქტორებზე ნაკლებაა დამოკიდებული.

სრულად დაფინანსებული პროექტებს არაერთი უპირატესობა აქვს. როდესაც მშენებლობის თითოეული დეტალი წინასწარ დაგეგმილი, ბიუჯეტი კი სრული და დამოუკიდებელია, პროექტის ხარისხიც საგრძნობლად იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აღარ უწევს დამატებით ფაქტორებზე ნერვიულობა, რადგან სრულად დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას სამშენებლო კომპანიის მიმართ ნდობაც უფრო საფუძვლიანი და მტკიცეა.

სამშენებლო ვადების დაცვა

სრულად დაფინანსებული პროექტების საკუთარი სამშენებლო ნაწილის დახმარებით განხორციელება "იუნიქსს" აძლევს საშუალებას, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვას სამშენებლო ვადები.

პუნქტუალურობა, მომხმარებლის ნდობის გამართლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, სამშენებლო ვადები "იუნიქს დეველოპმენტში" ყოველთვის აღსანიშნავი სიზუსტითაა დადგენილი, მთელი რიგი გარემო ფაქტორებისგან დამოუკიდებლობა კი ამ ვადების დარღვევის ყველა რისკს აქრობს. 

მშენებლობის მაღალი ხარისხი

"იუნიქს დეველოპმენტისთვის" მშენებლობის მაღალი ხარისხი და სტანდარტები შექმნის დღიდან მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა.

მას შემდეგ "იუნიქსი" საერთაშორისო წარმატებული სამშენებლო კომპანიების მაგალითზე ამრავალფეროვნებს და ავითარებს საკუთარ თანამედროვე ხედვებსა და მუშაობის სტილს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიის ევროპული სტანდარტები მხოლოდ ღირებულებებით არ შემოიფარგლება. ჩვენი მრავალი  პარტნიორი კომპანია გვყავს ევროპაში. სწორედ მათ სამშენებლო მასალებს ვიყენებთ ჩვენს პროექტებში.