გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • იუნიქს ავჭალა
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

25 _May_, 2021

5 რჩევა პატარა სივრცის მოსაწყობად




დღევანდელ დროში, განსაკუთრებით პოპულარულია სტუდიოს ტიპის ბინები, რადგან ისინი არამარტო ბიუჯეტური, არამედ საკმაოდ კომფორტულიცაა. მათ არ სჭირდებათ ბევრი ავეჯი და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ მარტივი მოსავლელია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათი სწორად მოწყობა წყვეტს ბინის მყუდროობას და თავისუფალი სივრცის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ, დღეს განვიხილავთ 5 რჩევას, იმისთვის, რომ პატარა სივრცე გარდავქმნათ იდეალურ საცხოვრებელ ადგილად.

 

სინათლე, უპირველეს ყოვლისა

 


პატარა სივრცეები ხშირად შეიძლება ჩაბნელებული მოგვეჩვენოს, ფანჯრების სიმცირისა ან მათი არარსებობის გამო. ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენებასთან ერთად, ხელოვნური შუქიც უნდა გავითვალისწინოთ. ის ბინას სითბოს სძენს და გარემოსაც უფრო მყუდრო იერს აძლევს. სასურველია, ცენტრალურ განათებასთან ერთად, პატარა განათების წყაროებიც შევმატოთ სივრცეს. ეს შეიძლება იყოს პატარა მაგიდის სანათი, რომელიც საწერ კუთხეს გაანათებს და გამოაცოცხლებს.

 

დატოვეთ დიდი ავეჯი კედელთან

 


პატარა სივრცე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ავეჯის ყიდვისგან თავი უნდა შეიკავოთ. მაგრამ ამასთან ერთად, სასურველია, რომ დიდი ზომის სავარძელი თუ საწოლი, ოთახის პერიმეტრზე იყოს განლაგებული. კედელთან ახლოს განთავსებული ავეჯი ოთახს უნარჩუნებს  სიღრმის შეგრძნებას და არ ქმნის ავეჯით გადატვირთულობის ეფექტს.
 

სარკევ, სარკევ...


სარკეები პატარა სივრცის საუკეთესო დანამატია. ისინი ორმაგი დანიშნულებისაა, ერთი მხრივ, ისინი დიდი სივრცის ილუზიას ქმნიან, რადგან ირეკლავენ ბუნებრივ თუ ხელოვნურ განათებას და ასევე, თავადაც საკმაოდ პრაქტიკულები არიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დიდი ზომის ან რამდენიმე პატარა ზომის სარკის კომპოზიცია.

 

 

მცენარეები და გამწვანება



სივრცის გამწვანება განსაკუთრებით უხდება პატარა ბინებს. მცენარეები ახალ სიცოცხლეს სძენენ და მყურო გარემოს ქმნიან თქვენს სახლში. თუკი თვლით, რომ ვერ შეძლებთ მათ მოვლას და ეს თქვენთვის არასასურველი პასუხისმგებლობაა, შეგიძლიათ ეს პრობლემა მარტივად აირიდოთ თავიდან და ხელოვნური მცენარეების გამოყენებით იგივენაირ გამწვანების ეფექტს მიაღწიოთ. უდავოა, რომ მცენარეები, ხელოვნური თუ ბუნებრივი, განსაკუთრებულ სტილს სძენენ პატარა სივრცეს.

 

დაყავი და იბატონე



პატარა ბინაში აუცილებელია გარკვეული სივრცის გამოყოფა. ეს სულაც არ ნიშნავს დამატებით კარებსა თუ კედლებს. ეს მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ფარდების თუ ღია თაროების სწორი განლაგებით, ისე რო სივრცე არ გადატვირთოთ და შეუნარჩუნოთ ღია, თავისუფალი გარემოს აღქმა. ასეტი გამყოფები, ასევე შეიძლება დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტიც გახდეს და ე.წ. statement piece დანიშნულებაც შეიძინოს. 







სხვა სიახლეები