გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • ახალი ფრანგული უბანი
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

15 აგვისტო, 2019

ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებზე მოთხოვნა გაიზარდა

ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებზე მოთხოვნა გაიზარდა

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ადრე თუ ძველ კორპუსებზე აკეთებდნენ არჩევანს, დღეს უკვე ხარისხიანად მიმდინარე მშენებლობის  გამო ახალ საცხოვრებელ კომპლექსებზეა აქცენტი გადატანილი, რომელიც ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების დონით შეესაბამება ევროპაში არსებულ სტანდარტებს.

რაზეა დამოკიდებული ბინების ფასი თბილისში?

 

ბინის შეძენამდე რამდენიმე მნიშვნელოვანია ეტაპია გასავლელი. უნდა შეარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია, სადაც კანონით გათვალისწინებული წესები აბსოლუტურადაა დაცული, მდებარეობს მშვიდ და მყუდრო ადგილას, ასევე საჭირო ობიექტებთან ახლოს, ფასი უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისი და კონკურენტუნარიანი, რაც დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე, ესენია:

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მოთხოვნა გაიზარდა გარეუბნებზე, განსაკუთრებით გლდანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებზე, ხოლო ცენტრალური უბნებიდან საბურთალო ლიდერობს.

გარეუბნებში ბინის ღირებულება მერყეობს 500$-დან 700$-მდე, ხოლო ცენტრალურ უბნებში კი 600$-დან 1000$-მდე.

რა ღირს ბინები ახალ ფრანგულ უბანში?

 

კომპანია იუნიქს დეველოპმენტს დღეის მდგომარეობით განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი. ,,ფრანგული უბანი“ და ,,ყავის ქარხანა“, რომლებიც დასრულებულია, ხოლო ,,ახალი ფრანგული უბნის“ მშენებლობა მიმდინარეობს. კომპანიის მიზანია მაცხოვრებლებმა იცხოვრონ უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც კომფორტისთვის ყველანაირი პირობები ექნებათ შექმნილი. კომპლექსში 30000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულია გამწვანებული ზონა და ტერიტორიის დასუფთავებაზე ზრუნავს კომპანია Citycom/სითიქომი . გვაქვს, როგორც გარე ავტოფარეხები, ასევე შიდა და მასთან ინტეგრირებული სათავსო ოთახები. ლიფტები მუდამ მუშა მდგომარეობაშია, ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაშიც გენერატორების ხარჯზე. სახანძრო უსაფრთხოება მაღალი სტანდარტების შესაბამისია - ავტომატურად ირთვება ხანძარმქრობი სისტემა, ხდება ბოლგაწოვა და იწმინდება საევაკუაციო გზა.

იუნიქსისთვის ხარისხი უპირატესია, ხოლო ბინის ღირებულება მისაღები, გადახდის პირობები კი თქვენზე მორგებული. ბინა გბარდებათ მწვანე კარკასის კონდიციით. 1 კვადრატულის ღირებულებაა დაახლოებით ლარის ექვივალენტით 610$, თუმცა ცვალებადია დოლარის კურსის, ხედისა და ფართობის მიხედვით. იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რაც დაცულია მშენებლობისას და უსაფრთხოება მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი კვადრატულის ღირებულება ხარისხთან შედარებით დაბალია.

სხვა სიახლეები