02 იანვარი, 2020
ბინის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ამიტომაც ყველა დეტალს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანიას კარგად შეისწავლით, სამომავლოდ პრობლემებსაც აირიდებთ თავიდან. სტატიაში განვიხილავთ იუნიქს დეველოპმენტის კომპლექსში არსებულ ცხოვრების სტილს, რათა გაგიადვილოთ არჩევნის გაკეთება.
შემოსასვლელში განთავსებულია დაცვის ჯიხური, სადაც 24/7-ზე იმყოფება უსაფრთხოების თანამშრომელი, ასევე დამონტაჟებულია შლაგბაუმი. ეს კი მაცხოვრებელთა სიმშვიდეს უზრუნველყოფს. შეუმჩნევლად კომპლექსში ვერ შემოვა უცხო პირი და რა თქმა უნდა, ვერც სატრანსპორტო საშუალება.
კომპლექსშივე ფუნქციონირებს გაყიდვების ოფისი, სადაც თანამშრომლები ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით პირობების შესახებ, ასევე ადგილზევე შეძლებთ სასურველი ბინის შერჩევასა და დათვალიერებას. მომხმარებლებს აქვთ სრული კომფორტი, რადგან ერთ სივრცეში იღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას.
კომპლექსს გააჩნია ეზო, სადაც 30 000 კვ.მ.-ზე გაშენდება რეკრეაციული ზონა. მთელი ოჯახი შეძლებს განტვირთვას, ბავშვები კი გაერთობიან, შემოსაზღვრულსა და დაცულ გარემოში.
ფართის სწორად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული ცხოვრებისთვის. იუნიქსი ითვალისწინებს მომხმარებელთა სურვილებს და სხვადასხვა სახის ფართებსა და დაგეგმარებას სთავაზობს მათ. ამ მხრივ, ფრანგულ უბანში შეგიძლიათ თქვენზე მორგებული სივრცე და გეგმარება შეარჩიოთ.
თითოეული სადარბაზო მუდმივად მოწესრიგებული და სუფთაა, ინტერიერი კი დახვეწილი. სადარბაზოში განთავსებულია ვიდეოკამერები და შესასვლელიდანვე იგრძნობა სისუფთავისა და უსაფრთხოების განწყობა.
ჩვენთან არსებული აბსოლუტურად ყველა ლიფტი დენის წყაროს შეწყვეტის შემდეგაც კი მუშაობს, გენერატორების ხარჯზე. შეუძლია 1000 კგ-ს აწევა და იტევს 13 ადამიანს. ტევადი ლიფტები კომპლექსის მაცხოვრებლებს სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
დღევანდელ რეალობაში ავტოსადგომი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყველა ვთანხმდებით. იუნიქსში არა მარტო ტევადი შიდა და გარე პარკინგია, რომელსაც მეთვალყურეობს დაცვის თანამშრომელი და ვიდეოკამერები, არამედ იქვე არის პარკინგთან ინტეგრირებული სათავსო ოთახები, რომელშიც სურვილისამებრ შეძლებთ ნივთებისა თუ პროდუქტების შენახვას.
ფრანგული უბნის ბინებიდან იშლება საუკეთესო ხედი ქალაქზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დატკბეთ ხედით და სასიამოვნოდ განიტვირთოთ აივანზე.
კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს აია-ჯესსის სკოლა და ბაღი. კომპლექსიდან გაუსვლელად ანუ დროის დაუკარგავად შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვები სკოლაში ან ბაღში.
ფრანგულ უბანთან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი შეგხვდებათ, ესენია: მეტრო სადგური -,,ახმეტელის თეატრი“, გლდანი მოლი, კვების ობიექტები, სპორტული ცენტრები და ა.შ.
იუნიქსში მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტები კი არ არის, არამედ გთავაზობთ ცხოვრების ევტოპულ სტილს, სადაც სისუფთავეზე თავად მაცხოვრებლები ზრუნავენ მათგანვე გამოყოფილი ბიუჯეტით, არსებობს ,,ამხანაგობის“ სამსახური, ერთ სივრცეშია თავმოყრილი მნიშვნელოვანი დაწესებულებები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აქ ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის.