17 აგვისტო, 2020
საწარმომ, რომლის გამორჩეული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer.A+Awards 2020 სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:
1) არქიტექტურა და ბეტონი
2) ოფისის ინტერიერი
3) საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე
Architizer A+Awards-ის მიზანია მსოფლიოში წლის საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება. კონკურსი ყოველწლიურად ავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში, რომლის ფარგლებშიც, თავდაპირველად, კომპეტენტური ჟიური არჩევს 5 კონკურსანტს, საბოლოო გამარჯვებული კი ხმის მიცემის პრინციპით ვლინდება.
კონკურსზე „მეამა“-ს კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების შენობები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.
აღსანიშნავია, რომ იუნიქს დეველოპმენტის მიერ აშენებულმა ყავის საწარმო „მეამა"-მ ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრის ტიტულის მოპოვებით და Architizer.A+Awards 2020 სამ ნომინაციაში გამარჯვებით ახალი სიტყვა თქვა, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამშენებლო ინდუსტრიაში.