გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • ახალი ფრანგული უბანი
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

17 აგვისტო, 2020

,,მეამა“ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

იუნიქს დეველოპმენტის მიერ აშენებული ყავის საწარმო ,,მეამა“ კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

   საწარმომ, რომლის გამორჩეული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer.A+Awards 2020  სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:

  1) არქიტექტურა და ბეტონი   
  2) ოფისის ინტერიერი   
  3) საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე

Architizer A+Awards-ის მიზანია მსოფლიოში წლის საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება. კონკურსი ყოველწლიურად  ავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში, რომლის ფარგლებშიც, თავდაპირველად, კომპეტენტური ჟიური არჩევს 5 კონკურსანტს, საბოლოო გამარჯვებული კი ხმის მიცემის პრინციპით ვლინდება.

კონკურსზე  „მეამა“-ს კონკურენტები  იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების შენობები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.

აღსანიშნავია, რომ  იუნიქს დეველოპმენტის მიერ აშენებულმა ყავის საწარმო „მეამა"-მ ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრის ტიტულის მოპოვებით  და Architizer.A+Awards 2020  სამ ნომინაციაში გამარჯვებით ახალი სიტყვა თქვა, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამშენებლო ინდუსტრიაში.

სხვა სიახლეები