გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • იუნიქს ავჭალა
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

02 სექტემბერი, 2019

რატომ ფრანგული უბანი?

რატომ ფრანგული უბანი?

 

ფრანგული უბნის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ამ პროექტის მიზანი იყო, რომ მაცხოვრებელთათვის მყუდრო და კომფორტული გარემო შეექმნა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ამის შედეგად, იუნიქს დეველოპმენტი გახდა შენი საიმედო სამშენებლო კომპანია.

დღევანდელი კონკურენციის პირობებში რთულია არჩევნის გაკეთება თუ რომელ სამშენებლო კომპანიას უნდა ენდო და შესაბამისად ჩნდება კითხვა ,, რატომ ფრანგული უბანი?“ ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ უპირატესობებს, რომელიც გამოგვარჩევს სხვებისგან:

·       24/7-ზე დაცვა

ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში დაცვის 14 თანამშრომელი ზრუნავს, რომ მაცხოვრებლებს შეუქმნან  მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ასევე, კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია 24 კამერა, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებს.

·       გარე პარკინგი

ფრანგული უბნის გარე პარკინგი არის მაქსიმალურად დაცული და ტევადი.

·       შიდა პარკინგი და მასთან ინტეგრირებული სათავსო ოთახები

საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია ევროპული სტანდარტების შესაბამისი შიდა ავტოფარეხი და მასთან ინტეგრირებული სათავსო ოთახები, ასევე განთავსებულია ლიფტები, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მოხვდეთ ბინაში გარეთ გაუსვლელად.

·       სადარბაზო

თითოეული სადარბაზო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, არის უსაფრთხო, განთავსებულია კამერები, თანამედროვე ლიფტები და რაც მთავარია, სისუფთავე მაქსიმალურადაა დაცულია.

·       სავაჭრო ობიექტები

ფრანგული უბნის საცხოვრებელი კომპლექსი მრავალმხრივადაა კომფორტული, მათ შორის ერთ სივრცეშია მოქცეული აუცილებელი სავაჭრო ობიექტები.

·       სახანძრო უსაფრთხოება

დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. დეტექტორი, როგორც კი დააფიქსირებს საფრთხეს დაუყონებლივ გადასცემს სიგნალს 112-ს, ამოქმედდება ბოლგაწოვა,  იწმინდება საევაკუაციო გზა, ირთვება დაწნეხვის სისტემები სართულებს შორის დამაკავშირებელ შახტებში.

·       გაზის დეტექტორი

თითოეულ ბინაში დამონტაჟებულია ხარისხიანი და თანამედროვე გაზის დეტექტორები, რომელიც უზრუნველყოფს გაზის გაჟონვის ან დაგროვების შემთხვევაში ფატალური შედეგის ნულამდე დაყვანას. გაზგაყვანილობის სისტემას დაზიანებისგან იცავს ბეტონის საფარი და გოფრის შეფუთვა, ასევე მრიცხველები დამონტაჟებულია განიავებად ადგილას.

·       გამწვანება

ფრანგულ უბანში ეკოლოგიურად სუფთა და 30000 კვადრატულ მეტრზე გამწვანებული სივრცეა გაშენებული.

·       უსაფრთხო გარემო

იუნიქსის მთავარი მიზანია იყოს საიმედო, შესაბამისად შევქმენით უსაფრთხო გარემო ყველა სტანდარტის დაცვით, როგორც კორპუსებში, ასევე ეზოში.

ფრანგული უბნის მშენებლობისას აბსოლუტურადაა დაცული კანონით გათვალისწინებული წესები, არის უსაფრთხო და კომფორტული, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში.

სხვა სიახლეები