გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • იუნიქს ავჭალა
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

09 _June_, 2021

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კომერციული ფართი?


კომერციული ფართის შეძენა დღევანდელ დროში ძალიან მომგებიანი სვლაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბიზნეს იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თუ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ კონკრეტულად რაში გამოიყენებთ კომერციულ ფართს, ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ბიზნეს იდეას, რომელიც დაგეხმარებათ უფრო კარგად წარმოიდგინოთ და დაგეგმოთ თქვენი ბიზნესი.


სურსათის მაღაზია



ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნეს იდეა საცხოვრებელ უბანში განთავსებული სურსათის მაღაზიებია. მაცხოვრებელებს ყოველდღიურად სჭირდებათ სხვადასხვა სახის სურსათის პროდუქცია, რომლის ყიდვაც ურჩევნიათ მათთან ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაში. შესაბამისად, ეს კომერციული ფართის გამოყენების იდეალური ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გარდაქმნათ ხილ-ბოსტანის დახლად ან მზა პროდუქტების მაღაზიად.

სილამაზის სალონი


 

დღევანდელ რეალობაში  სილამაზის სალონი ბევრისთვის ყოველდღიური საჭიროებაა. ხშირად მაცხოვრებლები სამსახურში წასვლამდე სხვადასხვა პროცედურებს იტარებენ და მათთვის, მომსახურების ხასრისხთან ერთად, ყველაზე პრიორიტეტული სწორედ სალონის ადგილმდებარეობაა. ყველაზე მოსახერხებელი კი, რა თქმა უნდა, საცხოვრებელ უბანში მოთავსებული სალონია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად არ ხართ გამოცდილი ამ პროფესიაში, მარტივად შეგიძლიათ შეკრათ გუნდი, რომელიც მოგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეის რეალობად გადაქცევაში.

საცხობი



საცხობის პოტენციალი საცხოვრებელ უბანში უდიდესია, იქნება ეს ფუნთუშეულობა თუ სადღესასწაულო ნამცხვრები. მიუხედავად იმისა, რომ საცხობში მუშაობა და მისი ოპერირება საკმაოდ რთული საქმეა, თუ თქვენი ოცნება ყოველთვის იყო პატარა, „სახლური“ საცხობის ფლობა, ეს ყველაზე კარგად საცხოვრებელი უბანის კომერციულ ფართში ასრულდება.

 

აფთიაქი




მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქის გახსნა ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული, თუ თქვენ გამოცდილება გაქვთ ამ საქმეში, შეგიძლიათ ძალიან წარმატებული ბიზნესი წამოიწყოთ კომერციულ ფართში. ის განსაკუთრებით მომგებიანია საცხოვრებელ უბანში, სადაც ხალხს მაქსიმალურად ახლოს მდებარე აფთიაქი სჭირდება სხვადასხვა სახის პროდუქტის შესაძენად.

სპორტ დარბაზი



დღესდღეობით ვარჯიში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ექიმები აქტიურად ურჩევენ მოსახლეობას იარონ სპორტ დარბაზებში და ხალხის სურვილიც სულ უფრო და უფრო მზარდია. თუმცა, სამუშაო გრაფიკი ყოველთვის არ უწყობს მოსახლეებს ხელს და არ უტოვებს მათ დიდ დროს დარბაზში სავარჯიშოდ. შესაბამისად, ახლოს მდებარე სპორტ დარბაზი მისწრებაა ნებისმიერი საცხოვრებელი უბნისთვის, რაც თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტი ხდება.

 

 

 

სხვა სიახლეები