გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • ახალი ფრანგული უბანი
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

31 დეკემბერი, 2019

წარმატებული 2019 წელი იუნიქს დეველოპმენტში

სულ მალე 2020 წელი შემოაღებს კარს,რომელიც  გვსურს რომ ყველასთვის ბედნიერებისა და სურვილების ასრულების წელი იყოს !

ახალი წლის დადგომამდე კიგვსურს შევაჯამოთ განვლილი 2019 წელი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუნიქსისთვის 2019 წელი გამარჯვებისა და განვითარების წელიწადი გახლდათ.

2019 წელს წარმატებით განხორციელებულ პროექტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ,,ახალი ფრანგული უბნის“  D და E ბლოკების დასრულებას. ამ ეტაპისთვის კორპუსის გარე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა ფართების კეთილმოწყობა. ფრანგული უბნის პროექტით ქალაქს შეემატება მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი და   ეკოლოგიურად სუფთა, მწვანეგარემო.


2019 წელი წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იუნიქს დეველოპმენტის მიერ აშენებული ყავის ქარხანა ,,მეამასთვის’’, რადგან ეს შენობა თავისი უნიკალური და ინოვაციური დიზაინის გათვალისწინებით, როგორც საქართველოში გახდა ,,წლის საუკეთესო არქიტექტორული პროექტის“ სტატუსის მფლობელი, ასევე საერთაშორისო ArchDaily&Strelka Award-ის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში - ,,წლის საუკეთესოინდუსტრიულიშენობა“.

2019 წელს იუნიქს დეველოპმენტმა კიდევ ერთ ინოვაციურ 120 ნომრიან სასტუმროს პროექტზე  დაიწყო მუშაობა, რომელიც შენდება თბილისში, ჟვანიას ( ყოფილი გაგარინის) მოედანზე.  პროექტის ფარგლებში შეიქმნება მაღალ ტექნოლოგიური სასტუმროს ახალი ქართული ბრენდი. მისი დასრულების შემდეგ კი იუნიქს დეველოპმენტი თბილისს კიდევ ერთ საინტერესო და განსხვავებლი დიზაინის მქონე შენობას აჩუქებს.

იუნიქსში დამდეგ 2020 წელს სიუპრიზებით და სასიამოვნო სიახლეებით ვხვდებით, რადგან ფრანგულ უბანში კიდევ ერთ ახალ პროექტს იხილავთ, რომლის ფარგლებშიც იქმნება ახალი კომპლექსი 800-ზე მეტი ბინით, ხოლო ეს ბინები გამორჩეული გახდება  მაცხოვრებლებზე მორგებული  საუკეთესო პირობებითა და გეგმარებით.

იუნიქს დეველოპმენტი მადლობას გიხდით ნდობისთვის და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !

 

სხვა სიახლეები