გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • კომერციული
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • იუნიქს ავჭალა
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

სიახლეები

უკან

31 დეკემბერი, 2020

წარმატებული 2020 წელი იუნიქსში

2020 წელი "იუნიქს დეველოპმენტისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ჩვენც არაერთ სირთულესა და გამოწვევას გადავაწყდით, მათთან გამკლავება მაინც ეფექტურად მოვახერხეთ.

 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღსანიშნავია ყოველი ის პროექტი, რომლის განხორციელება თუ გაგრძელებაც პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით შევძელით.

 

2020 წელს "იუნიქსმა" დაასრულა "ფრანგული უბნის" მშენებლობა. ამ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენ ცხადად ვგრძნობდით სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალურად ვედექით გვერდში, საჭიროების შემთხვევაში კი სურსათსაც ვაწვდიდით.

"ფრანგული უბნის" მოსახლეობას ახალი წლის დადგომაც განსაკუთრებულად მივულოცეთ. "იუნიქსმა" ისინი "მეამას" ყავაზე დაპატიჟა და სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.


 


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყავის საწარმო „მეამასთან“ თანამშრომლობა არ დაგვისრულებია და 2020 წელს მათ რამდენიმე ახალ წამოწყებას, „მეამა ქოლექთს“ და მეამას სივრცეებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში,
არქიტექტორ გიორგი ხმალაძესთან ერთად, სრული მომსახურება გავუწიეთ.


 

გასულ წელს არ შეჩერებულა არც სასტუმრო "ეპიზოდის" მშენებლობა. "ეპიზოდი" ჟვანიას მოედანზე მდებარეობს და სულ მალე პირველი მაღალტექნოლიგიური სასტუმრო იქნება საქართველოში.


 

ჩვენთვის სიახლეები 2020 წელსაც პრიორიტეტული იყო. სწორედ ამიტომ, წელს ახალი პროექტის დაწყებით ვასრულებთ. ახალ 2021 წელს კი ამ პროექტის თქვენთვის გაცნობით დავიწყებთ.

 

"იუნიქს დეველოპმენტი" გილოცავთ ახალ წელს!

სხვა სიახლეები