გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • 2 ოთახიანი
  • 3 ოთახიანი
  • 4 ოთახიანი
პროექტი
  • ახალი ფრანგული უბანი
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

ახალი ფრანგული უბანი

თბილისი, მარსელის ქუჩა N8

N E W S
Live Camera
უკან

აირჩიე ბინა

მიმოხილვა
ინფრასტრუქტურა

ახალი ფრანგული უბანი

UNIX DEVELOPMENT-ის ახალი ფრანგული უბანი, თქვენი ახალი სახლი !

2016 წლის დასაწყისში ფრანგმა ინვესტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში ფრანგული ტიპის დასახლების შექმნის თაობაზე და ეს საქმე „იუნიქს დეველოპმენტს“ მიანდეს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ნებისმიერი პიროვნებისათვის ქალაქის დამღლელ და სტრესულ გარემოში ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობდნენ თავს და შეძლებდნენ, დამტკბარიყვნენ ბუნების სიმწვანით მაშინ, როდესაც ირგვლივ თითქოს არაფერია მკაცრი ბეტონის სიცივის გარდა. შედეგად, ქართველი და ფრანგი არქიტექტორებისგან დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფი სათავეში ჩაუდგა ახალი ფრანგული უბნის დაპროექტებას. თუმცა, რასაკვირველია, გრძელვადიანი და მაღალი მიზნის მიღწევას, სჭირდება გამოცდილება, შრომისმოყვარეობა და თანმიმდევრულობა. ამიტომ თავისი საქმის პროფესიონალი და გამოცდილი მუშათა ჯგუფი უმაღლესი ხარისხის მასალებით ყოველდღე ქმნიდა და აშენებდა ახალი ფრანგული უბნის მომავალი მაცხოვრებლებისათვის ადგილს, რომელსაც, მართლაც, შეიძლება ეწოდოს სახლი. რა თქმა უნდა, ყველა სამშენებლო სტანდარტთა დაცვით.

 

შესაბამისად, ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენ შევარჩიეთ ქალაქში ბუნების სიახლოვეს მდებარე ადგილი, გაშლილი და გამწვანებული სივრცით. შემდგომ კი, დავაპროექტეთ საუცხოოდ გამორჩეული ფრანგული უბნის ტიპის შენობები, უბანი ქუჩის განათებით, დეკორით, ლამპიონებით, მოსასვენებელი სკამებით, დიდი შიდა ეზოებითა და რეკრეაციული ზონით, რასაც, რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ეწოდა - ახალი ფრანგული უბანი. ადგილი, რომელიც არ არის უბრალოდ რთული კონტრუქციების ერთობლიობა, არემედ გარემო, სადაც იქნება ყველაფერი, რათა თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ სახლში !

კითხვის გაგრძელება
ჩამოტვირთეთ გეგმა
მდებარეობა: თბილისი, მარსელის ქუჩა N8

საცხოვრებელი ფართი: 29329 მ²

საზაფხულო ფართი: 4983 მ²

ობიექტის დაცვა: 24/7 მ²

სტატუსი: მიმდინარე

ჩაბარების თარიღი: 2020-09-30

სტანდარტი: მწვანე კარკასი

არქიტექტორი: გიორგი ფავლენიშვილი

ჩვენს შესახებ:

ფრანგული უბანი 30 000 კვ.მ.-ის ფართობზეა განთავსებული, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი გამწვანებულია.ტერიტორია შემოღობილია და აღჭურვილია  24 საათიანი სამეთვალყურეო სისტემებით.დიდი ყურადღება ეთმობა სარეკრეაციო ზონას, შიდა ეზოს, სკვერისა და სპორტული მოედნების მშენებლობას. ეზოს მოწყობასთან ერთად, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ შემდგომში მის მოვლასა და დასუფთავებას. გარდა საცხოვრებელი ფართებისა, კომპლექსი მოიცავს კომერციულ და საოფისე ფართებს, სადაც განთავსდება საკონდიტრო მაღაზია, აფთიაქი, სუპერმარკეტი და სავარჯიშო დარბაზი.  ამასთან, თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებულია ავტოსადგომი.დამატებით, ტერიტორიაზე იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი საბავშვო ბაღი, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანთა უსაფრთხოებასა და კომფორტს.

შეიგრძენი იუნიქსის ცხოვრების რიტმი !

ახალ ფრანგულ უბანში ყველაფერია, რათა მხარი აუბათ ქალაქის ცხოვრების რიტმს და, ამასთან ერთად, დაისვენოთ მისგან ნებისმიერ დროს !

ახალი ფრანგული უბანი - ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის !

იუნიქსს აქვს ძალიან კარგი სტრატეგიული მდებარეობა, რაც ქალაქის დატვირთულ გარემოში მას ყველა სხვა სივრცესთან შედარებით ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას. მის გარშემო ყველასთვის საჭირო სერვისი თუ გასართობ-რეკრეაციული ზონაა და, ამასთან ერთად, არც ტრასპორტირების პრობლემა არ შეგექმნებათ. მოკლედ, აქ ყველაფერი ახლოსაა !