გაიგე მეტი
საერთო ფართი მ2

ფართის ტიპი
  • 1 საძინებლიანი
  • 2 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი
  • 3 საძინებლიანი სტუდიო
პროექტი
  • ახალი ფრანგული უბანი
სტატუსი
  • საცხოვრებელი
  • კომერციული
  • საოფისე
GEO geo rus eng
უკან

ყავის ქარხანა

თბილისი, კახეთის გზატკეცილი

N E W S
უკან
მიმოხილვა

ყავის ქარხანა

ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით, რაც მეტყველებს მის არქიტექტურულ უნიკალურობაზე. თუმცა არაფერია იმაზე გამორჩეული ყავის ქარხანაში, ვიდრე ე.წ. „მწვანე გადახურვა“, რადგან პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყავის ქარხნის ექსტერიერს ეხმიანება მისი ინტერიერიც. შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ. ამასთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს, მსგავსად კრონოსის სასახლისა. თუმცა, რასაკვირველია, კრონოსის სასახლეს არც ვედრებით, შეიძლება, შედარებაც კი უსაფუძვლოა, მაგრამ კიდევ ერთი რამ, რაც ყავის ქარხანას გამოარჩევს ყველა სხვა შენობისაგან არის მისი არქიტექტურული სირთულე, რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს და რაც ერთგვარ შეუძლებლობას წარმოადგენდა ნებისმიერი კომპანიისთვისა თუ არქიტექტორისთვის, სანამ საქმეში იუნიქს დეველოპმენტი არ ჩაერთო. შედეგად, თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, სპეციალისტები გაერთიანდნენ და უმაღლესი ხარისხის მასალის გამოყენებით შექმნეს ყავის ქარხანა, რომელსაც საქართველოში ნამდვილად არ ჰყავს ბადალი.