Выберите квартиру
Oбщая площадь м2

Тип квартиры
  • 1 спальня
  • 2 спальни
  • 3 спальни
  • 3-комнатная студия
Pроект
  • Unix Авчала
Статус
  • Жилой
  • Kоммерческий
  • Офис
RUS geo rus eng
Назад

Новости

Назад

09 _June_, 2021

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კომერციული ფართი?

სურსათის მაღაზია



ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნეს იდეა საცხოვრებელ უბანში განთავსებული სურსათის მაღაზიებია. მაცხოვრებელებს ყოველდღიურად სჭირდებათ სხვადასხვა სახის სურსათის პროდუქცია, რომლის ყიდვაც ურჩევნიათ მათთან ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაში. შესაბამისად, ეს კომერციული ფართის გამოყენების იდეალური ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გარდაქმნათ ხილ-ბოსტანის დახლად ან მზა პროდუქტების მაღაზიად.

სილამაზის სალონი


 

დღევანდელ რეალობაში  სილამაზის სალონი ბევრისთვის ყოველდღიური საჭიროებაა. ხშირად მაცხოვრებლები სამსახურში წასვლამდე სხვადასხვა პროცედურებს იტარებენ და მათთვის, მომსახურების ხასრისხთან ერთად, ყველაზე პრიორიტეტული სწორედ სალონის ადგილმდებარეობაა. ყველაზე მოსახერხებელი კი, რა თქმა უნდა, საცხოვრებელ უბანში მოთავსებული სალონია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად არ ხართ გამოცდილი ამ პროფესიაში, მარტივად შეგიძლიათ შეკრათ გუნდი, რომელიც მოგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეის რეალობად გადაქცევაში.

საცხობი



საცხობის პოტენციალი საცხოვრებელ უბანში უდიდესია, იქნება ეს ფუნთუშეულობა თუ სადღესასწაულო ნამცხვრები. მიუხედავად იმისა, რომ საცხობში მუშაობა და მისი ოპერირება საკმაოდ რთული საქმეა, თუ თქვენი ოცნება ყოველთვის იყო პატარა, „სახლური“ საცხობის ფლობა, ეს ყველაზე კარგად საცხოვრებელი უბანის კომერციულ ფართში ასრულდება.

 

აფთიაქი




მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქის გახსნა ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული, თუ თქვენ გამოცდილება გაქვთ ამ საქმეში, შეგიძლიათ ძალიან წარმატებული ბიზნესი წამოიწყოთ კომერციულ ფართში. ის განსაკუთრებით მომგებიანია საცხოვრებელ უბანში, სადაც ხალხს მაქსიმალურად ახლოს მდებარე აფთიაქი სჭირდება სხვადასხვა სახის პროდუქტის შესაძენად.

სპორტ დარბაზი



დღესდღეობით ვარჯიში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ექიმები აქტიურად ურჩევენ მოსახლეობას იარონ სპორტ დარბაზებში და ხალხის სურვილიც სულ უფრო და უფრო მზარდია. თუმცა, სამუშაო გრაფიკი ყოველთვის არ უწყობს მოსახლეებს ხელს და არ უტოვებს მათ დიდ დროს დარბაზში სავარჯიშოდ. შესაბამისად, ახლოს მდებარე სპორტ დარბაზი მისწრებაა ნებისმიერი საცხოვრებელი უბნისთვის, რაც თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტი ხდება.

 

 

 

_more news_