Выбрать квартиру
Oбщая площадь м2

Тип квартиры
  • 1 спальня
  • 2 спальни
  • 3 спальни
  • 3-комнатная студия
Pроект
  • Новый Французский Район
  • Французский Район
Статус
  • Жилой
  • Kоммерческий
  • под офис
RUS geo rus eng
Назад

Новости

Назад

05 _March_, 2019

Unix Development-ი BDO-სთან ერთად SAP Business One-ს ნერგავს

სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია Unix Development-მა BDO Solutions-ის მიერ სპეციალურად სამშენებლო ინდუსტრიისთვის განვითარებული ERPსისტემის SAP Business One-ის დანერგვა დაიწყო. BDO Solutions-ის მიერ შექმნილი სამშენებლო მოდული „იუნიქსს“ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ყველა პროცესის ავტომატიზაციისა და კონტროლის საშუალებას მისცემს.

შედეგად, SAP Business One-ის დანერგვის შემდეგ, Unix Development-ი, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის ბიზნესის მომგებიანობასაც:

· გააციფრულებს და მარტივად შეადგენს მრავალდონიან ხარჯთაღრიცხვებს

· დაგეგმვასა და ანალიზს აწარმოებს პროექტების ჭრილში

· გააკონტროლებს სამუშაოების შესრულების ეტაპებს

· რეალურ დროში მართავს საწყობებს და შეამცირებს დანაკარგებს

· გამორიცხავს არასანქცირებულ შესყიდვებს

· შეძლებს ფულადი სახსრების ოპტიმიზაციას Cash Flow-ს ბიუჯეტირებისა და გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით.

· განსაზღვრავს ბინის გეგმიურ თვითღირებულებას და გაანალიზებს წინასწარ მომგებიანობას

· მართავს გაყიდვებს კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში

· დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემით გააკონტროლებს სავაჭრო მოთხოვნებს

სისტემა სრულად ლოკალიზებულია და მორგებულია ქართულ კანონმდებლობას. საოპერაციო ნაწილთან ერთად, სრულყოფილად ავტომატიზებულია ფინანსური აღრიცხვაც.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა Unix Development-ის ბინებზე მუდმივად იზრდება, საგრძნობლად გაიზარდა შესასრულებელი ოპერაციების რაოდენობაც. Sap-ის დანერგვით უფრო მარტივად შევძლებთ მზარდი რაოდენობის პროექტების ერთდროულად მართვას. სისტემა საშუალებას მოგვცემს სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა და სხვა ყველა მნიშვნელოვანი პროცესი ცალკეული პროექტების ჭრილში ვაწარმოოთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, SAP-ი დაგვეხმარება შესყიდვებისა და საწყობის მოწესრიგებაში, რაც უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილებას“, - აცხადებს „იუნიქსის“ ფინანსური დირექტორი ნოდარ სანდუხაძე.

„იუნიქს დეველოპმენტის“ მსგავსად, SAP Business One-ს პროცესების ავტომატიზაციისთვის უკვე მსოფლიოს არაერთი წარმატებული კომპანია იყენებს. სისტემა კომპანიის საქმიანობას სტეიკჰოლდერების თვალში უფრო გამჭირვალეს და სანდოს ხდის, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დააჩქარებს Unix development-ის განვითარებას.

_more news_